
Reuters: ევროკავშირი მაისიდან სირიასთან ოფიციალური კონტაქტების აღდგენას გეგმავს
ევროკავშირი სირიასთან თანამშრომლობის გაღრმავებას ოფიციალური პოლიტიკური კონტაქტების აღდგენისა და უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირების დამყარების საშუალებით აპირებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ხელში ჩაუვარდა დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის მიერ არის მომზადებული და წევრ სახელმწიფოებს დაეგზავნა. წერილში აღნიშნულია, რომ 1978 წელს სირიასთან გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მოქმედება 11 მაისიდან განახლდება.
როგორც Reuters-ი იუწყება, ევროკავშირის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბრიუსელი სირიასთან დაკავშირებით არსებულ სასანქციო პოლიტიკას გადახედავს.
Reuters-ის ცნობით, დროებითი მმართველის, აჰმედ ალ-შარაას ხელმძღვანელობით, სირია, რომელსაც 2025 წლის ბოლოდან დასავლური სანქციების უმეტესობა მოუხსნეს, საერთაშორისო საზოგადოებაში ინტეგრაციას ცდილობს.
იმედი
წყარო: imedinews.ge