მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსოფლიო დღეს უერთდება
თბილისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსოფლიო დღეს უერთდება

თბილისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსოფლიო დღეს უერთდება

იმედი|imedinews.ge

17 აპრილს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსოფლიო დღე წელს პირველად აღინიშნება. ეს გლობალური ინიციატივა, რომელსაც თბილისიც შეუერთდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ინიციატივით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დამტკიცდა.

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინიციატივით, მუნიციპალურ ავტობუსებსა და მეტროს ვაგონებში განთავსდა შესაბამისი სტიკერები QR კოდით, რომლის დასკანერებითაც მგზავრები საზოგადოებრივი ტრანსპორტის უპირატესობებს გაეცნობიან. სწორედ ამ ბენეფიტებით სარგებლობას, მუნიციპალური ტრანსპორტისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურება თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.

საერთაშორისო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს მუნიციპალური ტრანსპორტის მნიშვნელოვანი როლის წარმოჩენას ყოველდღიურ ცხოვრებასა და ქალაქების განვითარებაში, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არა მხოლოდ გადაადგილების საშუალებაა, არამედ ის მოქალაქეებს აკავშირებს შესაძლებლობებთან, განათლებასთან და სამუშაო ადგილებთან, ასევე, ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და ქმნის ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში შევხვდი ეუთოს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს, განვიხილეთ დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებებისადმი საქართველოს ერთგულება

საქართველოს პროკურატურაში HELP-ის პროგრამის სასწავლო კურსების იმპლემენტაციის ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პროკურატურაში HELP-ის პროგრამის სასწავლო კურსების იმპლემენტაციის ღონისძიება გაიმართა

იმედი

გივი მიქანაძე აშშ-ში ვიზიტზე: დავაფიქსირეთ მზაობა ურთიერთობების გადატვირთვისთვის. გვაქვს განცდა, რომ ამერიკელი პარტნიორები ჩვენთან თანამშრომლობას პერსპექტიულად და დიდი პოზიტივით უყურებენ

გივი მიქანაძე აშშ-ში ვიზიტზე: დავაფიქსირეთ მზაობა ურთიერთობების გადატვირთვისთვის. გვაქვს განცდა, რომ ამერიკელი პარტნიორები ჩვენთან თანამშრომლობას პერსპექტიულად და დიდი პოზიტივით უყურებენ

იმედი

წილოსანი: კარგად ვათვითცნობიერებთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციის შემთხვევაში მმართველებად წარმოდგენილი არიან ადამიანები, ვინც იმართებიან გლობალური საომარი ძალებისგან, რომლებიც ამ მთლიან არეულობას აორგანიზებენ