
CIA-ს ყოფილი ოფიცრის განცხადებით, აშშ-ში იცვლებიან პრეზიდენტები, მაგრამ „დიფ სთეითი“ არსად მიდის და არაერთი ათეული წელია მოქმედებს
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი ოფიცერი და მამხილებელი ჯონ კირიაკუ აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებში იცვლებიან პრეზიდენტები, მაგრამ „დიფ სთეითი“ არსად მიდის და არაერთი ათეული წელია მოქმედებს.
ჟურნალისტ შონ ჰენითის პოდკასტში მან განაცხადა, რომ როდესაც ქვეყნის ლიდერის გადაწყვეტილებები „დიფ სთეითის“ აქტორებს არ მოსწონთ, ისინი მის წინააღმდეგ მოქმედებას იწყებენ და ამის მაგალითია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა.
„რა თქმა უნდა, „დიფ სთეითი“ არსებობს და ეს სახიფათო რეალობაა. ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოში არიან ადამიანები, რომლებიც 25-30, ან 35 წელია მუშაობენ და იციან, რომ პრეზიდენტები ოთხ წელიწადში ერთხელ იცვლებიან და მათ შეუძლიათ ამაზე გავლენა მოახდინონ. თუ მათ რამე არ მოსწონთ, ზუსტად იციან, როგორ იმოქმედონ, რომ პრეზიდენტის რეპუტაცია გაანადგურონ“, - განაცხადა კირიაკუმ.
იმედი
წყარო: imedinews.ge