პეტერ მადიარი: ნათლად ვუთხარი ევროკომისიის პრეზიდენტს და თითოეულ ევროპელ ლიდერს, რომ უნგრეთი არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრ პოზიციას დაიავებს

პეტერ მადიარი: ნათლად ვუთხარი ევროკომისიის პრეზიდენტს და თითოეულ ევროპელ ლიდერს, რომ უნგრეთი არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრ პოზიციას დაიავებს

იმედი|imedinews.ge

უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, ბუდაპეშტი ვიქტორ ორბანის მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას გააგრძელებს და არალეგალ მიგრანტებთან ბრძოლას უფრო გაამკაცრებს.

როგორც მან აღნიშნა, უკანონო მიგრაციის თემაზე უკვე გამართა საუბარი ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული ქვეყნების სხვა ლიდერებთან.

„ვაპირებ უფრო გავაძლიერო საზღვარი. ნათლად ვუთხარი ევროკომისიის პრეზიდენტს და თითოეულ ევროპელ ლიდერს, რომ უნგრეთი არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრ პოზიციას დაიკავებს. ჩვენ არავითარ პაქტებს და გადანაწილების მექანიზმებს არ მივიღებთ. სამხრეთ საზღვარზე ჩვენს სასაზღვრო ღობეს გავამაგრებთ და შევაკეთებთ, რადგან მას ხვრელები ჰქონდა. ჩვენ გულწრფელები ვართ და ევროპისა და უნგრეთის დაცვა არალეგალური მიგრაციისგან გვსურს. არსებობს მიგრაციის კანონიერი ფორმები, რომლებსაც ვაღიარებთ, მაგრამ არალეგალურს - არა“, - განაცხადა მადიარმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია