
ტრამპი: ისრაელი ლიბანს აღარ დაბომბავს, მათ ამას აშშ უკრძალავს - საკმარისია, რაც იყო
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, უარყოფს გამოცემა AXIOS-ის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ ირანთან აწარმოებს მოლაპარაკებებს შეთანხმებაზე, სადაც თეირანი მაღალგამდიდრებული ურანის მარაგებს გადასცემს აშშ-ს, სანაცვლოდ კი 20 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინულ ირანულ აქტივებს დაიბრუნებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები მიიღებს მთელ ბირთვულ „მტვერს“, რომელიც ჩვენი დიადი B2 ბომბდამშენების მიერაა შექმნილი. ფული არცერთ შემთხვევაში, არანაირი ფორმით“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
„ეს შეთანხმება არც ლიბანზეა დამოკიდებული, თუმცა აშშ, ცალკეულად, იმუშავებს ლიბანთან და „ჰეზბოლას“ სიტუაციას შესაბამისი ფორმით მოაგვარებს. ისრაელი ლიბანს აღარ დაბომბავს. მათ ამას აშშ უკრძალავს. საკმარისია, რაც იყო!“ - დასძინა მან.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge