ტრამპი ირანის გამდიდრებულ ურანზე: ჩავალთ და დიდი ტექნიკით გათხრებს დავიწყებთ - მას ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვიტანთ

ტრამპი ირანის გამდიდრებულ ურანზე: ჩავალთ და დიდი ტექნიკით გათხრებს დავიწყებთ - მას ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვიტანთ

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი ერთობლივად იმუშავებენ გამდიდრებული ურანის ამოსაღებად.

Reuters-თან საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოგვიანებით ურანი აშშ-ში გადაიგზავნება.

„ჩვენ მას ერთად ამოვიღებთ. ირანთან ერთად, მშვიდ ტემპში, ჩავალთ და დიდი ტექნიკით გათხრებს დავიწყებთ... მას ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვიტანთ“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, „ბირთვულ მტვერს“ - ტერმინს, რომელსაც ის ხშირად იყენებს ირანის ურანის აღსაწერად - „ძალიან მალე“ ამოიღებენ.

მას შემდეგ, რაც გასულ წელს აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშები მიიტანა, ნანგრევების ქვეშ დაახლოებით 450 კილოგრამი გამდიდრებული ურანია მოქცეული.

პრეზიდენტმა პარასკევს დილით განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა ამ მარაგის გადაცემას. თეირანს ტრამპის ამ განცხადებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია