მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი: მინდა, ვუთხრა ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გრძელი და რთული გზა გელოდებათ, თურქეთის შემთხვევაში ამ პროცესს დასასრული არ უჩანს
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი: მინდა, ვუთხრა ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გრძელი და რთული გზა გელოდებათ, თურქეთის შემთხვევაში ამ პროცესს დასასრული არ უჩანს

თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი: მინდა, ვუთხრა ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გრძელი და რთული გზა გელოდებათ, თურქეთის შემთხვევაში ამ პროცესს დასასრული არ უჩანს

იმედი|imedinews.ge

მინდა, ვუთხრა ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გრძელი და რთული გზა გელოდებათ, თურქეთის შემთხვევაში ამ პროცესს დასასრული არ უჩანს, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უფროსმა მრჩეველმა, აკიფ ჩაღათაი კილიჩმა ანტალიის მე-5 დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე „სამხრეთ კავკასია: განვითარებადი სტრატეგიული ცენტრი“.

„ჩვენი ქართველი და სომეხი კოლეგები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე საუბრობდნენ. მეც გამახსენდა ჩვენი გამოცდილება ევროკავშირში და ოდნავ გამეღიმა. ანკარის შეთანხმებას თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაციის ისტორიის დასაწყისად თუ ავიღებთ, ზოგი სხვადასხვა თარიღსაც ახსენებს, რაც დაახლოებით 60-63-წლიან პერიოდს ნიშნავს. ამიტომ, მინდა, ვუთხრა ჩვენს ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ თქვენ გრძელი და რთული გზა გელოდებათ.

თურქეთის შემთხვევაში, ეს არის პროცესი, რომელსაც, როგორც ჩანს, დასასრული არ უჩანს. ურთიერთობა არსებობს, მაგრამ ის ქორწინებით არ მთავრდება. თუმცა, ვფიქრობ, რომ ახალი ბიუროკრატია და ევროკავშირის წარმომადგენლები უფრო ღია აზროვნების არიან.

მთავარი საკითხია ურთიერთობების თანასწორ საფუძველზე აშენება და არა „სწავლებისა და სწავლის“ ფორმატში. თურქეთთან დაკავშირებით ამ პროცესში იყო აღმავლობა და დაღმასვლა, მაგრამ ახლა უფრო მეტად ვსაუბრობთ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, რეგიონულ მონაწილეობაზე, ენერგიის, სოფლის მეურნეობისა და სხვა რესურსების გაზიარებაზე“, – აღნიშნა თურქეთს პრეზიდენტის მრჩეველმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეკატერინე ხუციშვილმა ქართული ენის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

ეკატერინე ხუციშვილმა ქართული ენის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

იმედი

CNN: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის პირობებს აქვეყნებს

CNN: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის პირობებს აქვეყნებს

იმედი

გაეროს გენერალური მდივანი მიესალმება ჰორმუზის სრუტის გახსნას

გაეროს გენერალური მდივანი მიესალმება ჰორმუზის სრუტის გახსნას

იმედი

ტრამპი ირანის გამდიდრებულ ურანზე: ჩავალთ და დიდი ტექნიკით გათხრებს დავიწყებთ - მას ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვიტანთ

ტრამპი ირანის გამდიდრებულ ურანზე: ჩავალთ და დიდი ტექნიკით გათხრებს დავიწყებთ - მას ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვიტანთ

იმედი