აშშ-მა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით მოხსნა

აშშ-მა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით მოხსნა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რუსულ ნავთობზე მოხსნილი სანქციების მოქმედების რეჟიმი 16 მაისამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას ხაზინის დეპარტამენტი ავრცელებს.

საუბარია რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, რომლებიც გემებზე უკვე დატვირთული და სარეალიზაციოდ გამზადებულია.

აღსანიშნავია, რომ აშშ-მა რუსულ ნავთობს სანქციები პირველად ერთი თვით 13 აპრილს მოუხსნა. მაშინ ეს ნაბიჯი აიხსნა იმით, რომ ირანთან დაწყებული ომის გამო ენერგომატარებლებზე ფასი მკვეთრად გაიზარდა და საჭირო იყო მისი შეკავება. შემსუბუქებულ სასანქციო რეჟიმს ვადა 11 აპრილს ამოეწურა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია