მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირანის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ტრამპი ცრუობს, როცა ამბობს, რომ ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმებას მიაღწია
ირანის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ტრამპი ცრუობს, როცა ამბობს, რომ ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმებას მიაღწია

ირანის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ტრამპი ცრუობს, როცა ამბობს, რომ ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმებას მიაღწია

იმედი|imedinews.ge

ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოიტყუა, როცა თქვა, რომ ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმებას მიაღწია.

„შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ერთ საათში შვიდი განცხადება გააკეთა და შვიდივე იყო სიცრუე. მათ ასეთი სიცრუით ომი არ მოუგიათ და, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებზეც ვერაფერს მიაღწევენ. ბლოკადის გაგრძელების შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტე ღია არ დარჩება“, - დაწერა ღალიბაფმა.

მისივე განცხადებით, ჰორმუზის სრუტის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ „დადგენილი მარშრუტით“ და „ირანის თანხმობის“ შემთხვევაში.

„სრუტის გახსნის ან დაკეტვის საკითხი, ასევე ის, თუ რა წესები იმოქმედებს, გადაწყდება ადგილზე და არა სოციალურ ქსელში“, - დასძინა ირანის პარლამენტის სპიკერმა.

ცნობისთვის, გუშინ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობდა, რომ ირანი მზადაა უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე და გამდიდრებული ურანი აშშ-ს გადასცეს.

۱- رئیس جمهور آمریکا در یک ساعت هفت ادعا مطرح کرد که هر هفت ادعا کذب است. ۲- با این دروغگویی‌ها در جنگ پیروز نشدند و حتما در مذاکره هم راه به جایی نخواهند برد. ۳- با ادامهٔ محاصره، تنگهٔ هرمز باز نخواهد ماند. — محمدباقر قالیباف | MB Ghalibaf (@mb_ghalibaf) April 17, 2026
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე: ევროპელ ბიუროკრატებს არგუმენტები არ უყვართ. ისინი მხოლოდ ზედაპირული მესიჯებით, მუქარებითა და შანტაჟით შემოიფარგლებიან

კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე: ევროპელ ბიუროკრატებს არგუმენტები არ უყვართ. ისინი მხოლოდ ზედაპირული მესიჯებით, მუქარებითა და შანტაჟით შემოიფარგლებიან

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს თავმჯდომარეობით, ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს თავმჯდომარეობით, ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

იმედი

რუსთავის საკრებულოს ინიციატივით ისტორიულ მუზეუმში უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის უპრეცედენტო სტანდარტი მკვიდრდება

რუსთავის საკრებულოს ინიციატივით ისტორიულ მუზეუმში უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის უპრეცედენტო სტანდარტი მკვიდრდება

იმედი

მაგდა მამუკაშვილი ლუკა ჭოხონელიძის შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაზე: ყველას დაავიწყდება რას გრძნობს ის გოგო, ვინც სავარაუდოდ გააუპატიურეს- მისი მჯერა, სანამ საპირისპირო არ დადასტურდება

მაგდა მამუკაშვილი ლუკა ჭოხონელიძის შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაზე: ყველას დაავიწყდება რას გრძნობს ის გოგო, ვინც სავარაუდოდ გააუპატიურეს- მისი მჯერა, სანამ საპირისპირო არ დადასტურდება

იმედი