
ირანმა პირველად 28 თებერვლის შემდეგ საჰაერო სივრცე ნაწილობრივ გახსნა
იმედი|imedinews.ge
ირანმა საჰაერო სივრცე ნაწილობრივ გახსნა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, თვითმფრინავები საერთაშორისო რეისებს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ასრულებენ.
„აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო ხაზები ღიაა საერთაშორისო რეისებისთვის, რომლებიც ირანის გავლით ხორციელდება“, - ციტირებს The Times of Israel-ი ირანის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენელს.
ცნობისთვის, ირანის საჰაერო სივრცე 28 თებერვლიდან აშშ-სა და ისრაელის თავდასხმის გამო იყო დაკეტილი.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge