
ირანის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე დაკეტილი იქამდე დარჩება, სანამ აშშ ირანის პორტების ბლოკადას არ მოხსნის
იმედი|imedinews.ge
ირანის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე დაკეტილი იქამდე დარჩება, სანამ აშშ ირანის პორტების ბლოკადას არ მოხსნის. განცხადებას ირანის სახელმწიფო მედია „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს მყოფ გემებს ასევე გაფრთხილება მისცეს, რომ სრუტეში არ შევიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი „მტრად“ იქნებიან აღქმული.
ცნობისთვის, ირანმა ჰორმუზის სრუტე სრულად გახსნილად 17 აპრილს გამოაცხადა, თუმცა 18 აპრილს კვლავ დაკეტა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge