უნგრეთის საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, მადიარის პარტიამ 199-ადგილიან პარლამენტში 141 ადგილი მოიპოვა და საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება

უნგრეთის საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, მადიარის პარტიამ 199-ადგილიან პარლამენტში 141 ადგილი მოიპოვა და საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება

იმედი|imedinews.ge

უნგრეთის საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, პეტერ მადიარის პარტიამ 199-ადგილიან პარლამენტში 141 ადგილი მოიპოვა და საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.

ვიქტორ ორბანის პარტიას, „ფიდესს“ პარლამენტში 52 ადგილი ექნება, პარტია „ჩვენს სამშობლოს“ კი - 6.

როგორც Reuters-ი წერს, მადიარის პარტიამ პარლამენტში იმაზე მეტი ადგილი მიიღო, ვიდრე აქამდე იყო დათვლილი. კერძოდ, წინასწარი შედეგებით, „ტისას” პარლამენტში 138 ადგილი უნდა ჰქონდა, საბოლოო მონაცემებით კი ეს რიცხვი 141-მდე გაიზარდა.

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია