არჩილ გორდულაძე: ექსტრემიზმი სისხლის სამართლის დანაშაულია და როდესაც სამართალდამცავი ორგანოები თავის სიმაღლეზე დგანან, ვერც ბლაჟევიჩები და ვერც აკერმანები თავის მიზანს ვერ მიაღწევენ

არჩილ გორდულაძე: ექსტრემიზმი სისხლის სამართლის დანაშაულია და როდესაც სამართალდამცავი ორგანოები თავის სიმაღლეზე დგანან, ვერც ბლაჟევიჩები და ვერც აკერმანები თავის მიზანს ვერ მიაღწევენ

იმედი|imedinews.ge

„ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული რევოლუციური გეგმები გაგრძელებას, ვერც ერთ ჯერზე ვერ იპოვის და ოპოზიციისთვის ინსტრუქტორების მიერ ჩატარებული ტრენინგები ქვეყანაში დესტაბილიზაციას ვერ მოახდენს, რადგან მათივე თქმით, გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი იღებს.

„საკანონმდებლო სფეროში ცვლილებები შევიტანეთ. უცხოეთიდან თანხების შემოტანა ასეთი მიზნებისთვის აკრძალულია. საქართველოს მთავრობის თანხმობას საჭიროებს. ექსტრემიზმი სისხლის სამართლის დანაშაულია და როდესაც სამართალდამცავი ორგანოები თავის სიმაღლეზე დგანან, ვერც ბლაჟევიჩები და ვერც აკერმანები თავის მიზანს ვერ მიაღწევენ. მხოლოდ საქართველოში ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას და არა ვინმე უცხოური სახელისა და გვარის მქონე პირი“, - აცხადებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჩეხმა აქტივისტმა იგორ ბლაჟევიჩმა, ოპოზიციასა და მათ თანამოაზრე ორგანიზაციებს რევოლუციური პროცესების მზადების შესახებ ტრენინგი ჩაუტარა, ახლა კი სამოქმედო გეგმას უწერს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია