
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის წარმომადგენლები პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებზე გაემგზავრნენ
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკის წარმომადგენლები პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრნენ. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ჩემი წარმომადგენლები მიემგზავრებიან ისლამაბადში, პაკისტანში - ისინი იქ ხვალ საღამოს იქნებიან მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ძალიან სამართლიან და გონივრულ შეთანხმებას ვთავაზობთ და იმედი მაქვს, რომ მიიღებენ, რადგან თუ არ დათანხმდებიან, ამერიკის შეერთებული შტატები ირანში ყველა ელექტროსადგურსა და ყველა ხიდს გაანადგურებს“, - დაწერა ტრამპმა.
მისივე თქმით, ხიდები და ელექტროსადგურები „სწრაფად და მარტივად განადგურდება“.
ტრამპმა ირანი ასევე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, თეირანის გადაწყვეტილებას ჰორმუზის სრუტის ხელახლა ჩაკეტვის შესახებ „უცნაური“ უწოდა, რადგან „აშშ-ის ბლოკადამ ის ისედაც დახურა“.
მანამდე ირანის პარლამენტის სპიკერისა და მთავარმა მომლაპარაკებელმა, მოჰამედ ბაღერ გალიბაფიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია, თუმცა მრავალი ხარვეზია და გარკვეული ფუნდამენტური საკითხები მოუგვარებელია.
იმედი
წყარო: imedinews.ge