
ზელენსკი: ყველა დოლარი, რომელიც რუსულ ნავთობშია გადახდილი, არის ფული ომისთვის
იმედი|imedinews.ge
უკრაინის პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა შეერთებული შტატები იმის გამო, რომ ვაშინგტონმა რუსეთს ნავთობზე დაწესებული სანქციები არ განუახლა.
„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესუსტება კვებავს რუსული სახელმწიფოს ილუზიას, რომ ომის გაგრძელება შეიძლება. ყველა დოლარი, რომელიც რუსულ ნავთობშია გადახდილი, არის ფული ომისთვის“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge