
ლატვია და ლიეტუვა ფიცოს მოსკოვში ჩასასვლელად საკუთარ საჰაერო სივრცეს არ გამოაყენებინებენ
იმედი|imedinews.ge
ლატვიამ და ლიეტუვამ საჰაერო სივრცე დაუხურეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელსაც მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე დასწრება სურს. ინფორმაცია რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გაავრცელა.
„ლიეტუვამ და ლატვიამ უკვე გამოაცხადეს, რომ მოსკოვისკენ ფრენის დროს თავის ტერიტორიაზე გადაფრენის საშუალებას არ მოგვცემენ. რატომ? ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს თავის ტერიტორიაზე ფრენის საშუალებას არ აძლევენ… დარწმუნებული ვარ, სხვა მარშრუტს ვიპოვი, ისევე როგორც გასულ წელს, როდესაც ესტონეთმა ჩაშალა ჩვენი გეგმები“, - აცხადებს ფიცო.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge