მედია: ირანმა აშშ-სთან მოლაპარაკების მორიგ რაუნდში მონაწილეობაზე უარი თქვა

მედია: ირანმა აშშ-სთან მოლაპარაკების მორიგ რაუნდში მონაწილეობაზე უარი თქვა

იმედი|imedinews.ge

ირანმა უარი თქვა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების მორიგ რაუნდში მონაწილეობაზე. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

უარის თქმის მიზეზად, ირანულმა მხარემ ვაშინგტონის გადაჭარბებული მოთხოვნები, არარეალისტური მოლოდინები, პოზიციის მუდმივი ცვლა და მიმდინარე საზღვაო ბლოკადა დაასახელა.

ცნობისთვის, მანამდე, 19 აპრილს ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენლები პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებზე გაემგზავრნენ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია