
ვიქტორ ორბანი: უნგრეთის პოზიცია უცვლელია: არ არის ნავთობი - არ არის ფული. როგორც კი უკრაინა ნავთობის მიწოდებას განაახლებს, ჩვენ აღარ შევუშლით ხელს კრედიტის დამტკიცებას
უკრაინა მზად არის ორშაბათიდან განაახლოს ნავთობის მიწოდება „დრუჟბის“ მილსადენით, თუ უნგრეთი ევროკავშირის 90 მილიარდ ევროს აღარ დაბლოკავს, - წერს უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში. როგორც ორბანი აღნიშნავს, სესხის განბლოკვას მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდება, რაც მილსადენით ნავთობის მიწოდება აღდგება.
„ბრიუსელის მეშვეობით უკრაინისგან მივიღეთ სიგნალი, რომ ისინი მზად არიან, უკვე ორშაბათიდან განაახლონ ნავთობის მიწოდება „დრუჟბის“ მილსადენით, თუ უნგრეთი ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს სესხის ბლოკირებას შეწყვეტს. უნგრეთის პოზიცია უცვლელია: არ არის ნავთობი – არ არის ფული. როგორც კი მიწოდება აღდგება, ჩვენ აღარ შევუშლით ხელს კრედიტის დამტკიცებას. ამ სესხის გაცემა უნგრეთს ფინანსურ ტვირთსა და ვალდებულებას არ აკისრებს“, - წერს ორბანი.
Through Brussels, we have received an indication from Ukraine that they are ready to restore oil deliveries via the Friendship pipeline as early as Monday, provided that Hungary lifts its blockade of the €90 billion EU loan. Hungary’s position has not changed: no oil = no money.… — Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) April 19, 2026
იმედი
წყარო: imedinews.ge