
ბენიამინ ნეთანიაჰუ: მკაცრად ვგმობ ისრაელის თავდაცვის ჯარისკაცის ქმედებას, რომელმაც ლიბანში კათოლიკური რელიგიური ქანდაკება დააზიანა
მკაცრად ვგმობ ისრაელის თავდაცვის ჯარისკაცის ქმედებას, რომელმაც ლიბანში კათოლიკური რელიგიური ქანდაკება დააზიანა. სამხედრო უწყებები აწარმოებენ სისხლის სამართლის გამოძიებას და დამნაშავის მიმართ მიიღებენ შესაბამის მკაცრ დისციპლინურ ზომებს, - წერს სოციალურ ქსელში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ნეთანიაჰუ აღნიშნავს, რომ ისრაელი ერთადერთი ადგილია ახლო აღმოსავლეთში, სადაც უზრუნველყოფილია რელიგიის თავისუფლება ყველასთვის.
„როგორც ებრაული სახელმწიფო, ისრაელი აფასებს და იცავს ებრაულ ღირებულებებს - ტოლერანტობასა და ურთიერთპატივისცემას ებრაელებსა და ყველა სხვა სარწმუნოების მიმდევრებს შორის. ჩვენს ქვეყანაში ყველა რელიგია ვითარდება და ჩვენ ყველა რწმენის წარმომადგენელს თანასწორად მივიჩნევთ ჩვენი საზოგადოებისა და რეგიონის აშენებაში. გუშინ, ისევე, როგორც ისრაელის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, მე შოკირებული და დამწუხრებული ვიყავი, როდესაც შევიტყვე, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ერთმა ჯარისკაცმა სამხრეთ ლიბანში კათოლიკური რელიგიური ქანდაკება დააზიანა. მკაცრად ვგმობ ამ ქმედებას. სამხედრო უწყებები აწარმოებენ სისხლის სამართლის გამოძიებას და დამნაშავის მიმართ მიიღებენ შესაბამის მკაცრ დისციპლინურ ზომებს.
მიუხედავად იმისა, რომ სირიასა და ლიბანში ქრისტიანები მუსლიმების მიერ იდევნებიან და იხოცებიან, ისრაელში ქრისტიანული მოსახლეობა, განსხვავებით ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებისა, ვითარდება. ისრაელი ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, სადაც ქრისტიანთა რაოდენობა და მათი ცხოვრების დონე იზრდება. ისრაელი ერთადერთი ადგილია ახლო აღმოსავლეთში, სადაც უზრუნველყოფილია რელიგიის თავისუფლება ყველასთვის. ჩვენ გამოვთქვამთ სინანულს ამ ინციდენტის გამო და იმ ტკივილისთვის, რაც ამან ლიბანში და მსოფლიოს მასშტაბით მორწმუნეებს მიაყენა", - წერს ნეთანიაჰუ.
იმედი
წყარო: imedinews.ge