
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე გემებისთვის სრულად ღია უნდა იყოს
იმედი|imedinews.ge
ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე გემებისთვის სრულად ღია უნდა იყოს.
„ჰორმუზის სრუტე ნორმალური ნაოსნობისთვის ღია უნდა დარჩეს, რაც რეგიონის ქვეყნებისა და ფართო საერთაშორისო საზოგადოების საერთო ინტერესებში შედის“, - აღნიშნა სი ძინპინმა ორშაბათს საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან, მუჰამედ ბინ სალმანთან სატელეფონო საუბრისას.
სი ძინპინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პეკინის მოწოდება ცეცხლის შეწყვეტისა და საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ და მხარი დაუჭირა „ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობის აღდგენას“.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge