მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი: მორწმუნე ხალხის სიყვარული გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ განსაკუთრებულად გამოიხატა მისი დაკრძალვის ცერემონიაზე ასიათასობით მორწმუნის დასწრებით

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ოფიციალური ვიზიტით ვესტუმრეთ საქართველოს საპატრიარქოს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს პროგრამის ფარგლებში, რათა გამოვხატოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, - განაცხადა მედიასთან ასამბლეის გენერალური მდივანმა მაქსიმოს ხარაკოპულოსმა.

მისი თქმით, ილია მეორის ავტორიტეტს მართლმადიდებლურ სამყაროში დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მართლმადიდებლობა წარმოადგენს ქართველი ხალხის იდენტობის ფუნდამენტურ ელემენტს. მორწმუნე ხალხის სიყვარული გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ განსაკუთრებულად გამოიხატა მისი დაკრძალვის ცერემონიაზე ასიათასობით მორწმუნის დასწრებით", - აღნიშნა მაქსიმოს ხარაკოპულოსმა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ხელმძღვანელი პირები საპატრიარქოს ეწვივნენ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია