
ტრამპი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვადა ოთხშაბათს ეწურება, თუმცა მისი შემდგომი გახანგრძლივება „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დასრულებულად „ვაშინგტონის დროით ოთხშაბათს საღამოს“ ჩათვლის და „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა“, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მისი ვადა კიდევ ერთხელ გაახანგრძლივოს.
„ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის გავახანგრძლივო“, - განუცხადა ტრამპმა Bloomberg-ს სატელეფონო ინტერვიუში. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი თავდაპირველად ორ კვირას უნდა გაგრძელებულიყო და იგი 7 აპრილს საღამოს ამოქმედდა.
„მე არ ვაპირებ ნაჩქარევად ცუდი გარიგების დადებას. ჩვენ დრო გვაქვს“, - აღნიშნა ტრამპმა ინტერვიუში.
კითხვაზე, ელოდება თუ არა საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ განახლებას შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ტრამპმა უპასუხა: „თუ შეთანხმება არ შედგება, რა თქმა უნდა, ველოდები“.
იმედი
წყარო: imedinews.ge