ირანის პრეზიდენტი: ირანელები ძალას არ ემორჩილებიან

ირანის პრეზიდენტი: ირანელები ძალას არ ემორჩილებიან

იმედი|imedinews.ge

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას აშშ-ის მთავრობის მიმართ „ღრმა ისტორიული უნდობლობა“ აქვს და ამერიკელი მაღალჩინოსნების მხრიდან მომავალი „არაკონსტრუქციული და წინააღმდეგობრივი სიგნალები“ გააკრიტიკა.

„ვალდებულებების შესრულება შინაარსიანი დიალოგის საფუძველია“, - დაწერა პეზეშკიანმა პლატფორმა X-ზე.

მან დასძინა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირების მხრიდან მიღებული არაერთგვაროვანი გზავნილები „მწარე შინაარსის მატარებელია; ისინი ირანის დანებებას ისახავენ მიზნად“.

„ირანელები ძალას არ ემორჩილებიან“, - დასძინა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია