
აშშ-ის დაზვერვის დირექტორმა გრიფი „საიდუმლო“ მოხსნა დოკუმენტებს, რომლებიც ამხელს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 2019 წელს კონგრესის მიერ შეთქმულების მცდელობას მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მიზნით
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ტულსი გაბარდმა გრიფი „საიდუმლო“ მოხსნა დოკუმენტებს, რომლებიც მისი თქმით, ამხელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 2019 წელს კონგრესის მიერ შეთქმულების მცდელობას, მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მიზნით.
ტულსი გაბარდი აღნიშნავს, რომ დაზვერვის საზოგადოებაში „დიფ სთეითის“ აქტორებმა ცრუ ნარატივი შეიმუშავეს, რომელიც შემდეგ კონგრესმა ამერიკელი ხალხის ნების უზურპაციის და კანონიერად არჩეული პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის გამოიყენა.
ეროვნული დაზვერვის დირექტორის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „დიფ სთეითის“ სახელმძღვანელოსა და ტაქტიკის გამოაშკარავება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ასევე, სამომავლოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების პრევენციას ემსახურება.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge