
ინგა ლოლაძე გვარამიას პოსტზე: მინდა დაიმახსოვროს, რომ აუტიზმი არის მდგომარეობა, რომლითაც ჩვენი შვილები, გვარამიას ახლობლის შვილები, გვარამიას ახლობლები, მთელი ცხოვრების განმავლობაში ცხოვრობენ
მინდა დაიმახსოვროს, რომ აუტიზმი არის მდგომარეობა, რომლითაც ჩვენი შვილები, გვარამიას ახლობლის შვილები, გვარამიას ახლობლები, მთელი ცხოვრების განმავლობაში ცხოვრობენ, - განაცხადა ორგანიზაცია „მზის შვილების“ ხელმძღვანელმა ინგა ლოლაძემ.
მისივე თქმით, ეს მდგომარეობა ადამიანს მთელი ცხოვრება თან დაჰყვება.
„ეს მდგომარეობა ადამიანს მთელი ცხოვრება თან დაჰყვება. ამ სიტყვის ასეთ კონტექსტში მოხსენიება მის არა თუ ძლიერ პოლიტიკოსობას, მის უვიცობას უსვამს ხაზს“, - აღნიშნა ინგა ლოლაძემ.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ოპოზიციის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები „პოლიტიკურ აუტისტებად“ მოიხსენია და დაწერა: „მთლად „პოლიტიკური აუტისტები“ მაინც ნუ ილაპარაკებთ ყველასთვის ხელის ჩამორთმევაზე და ხალხთან შეხვედრებზე, ვინმე ცინიკოსმა ძაან აბუჩად არ აგიგდოთ“.
იმედი
წყარო: imedinews.ge