
გაეროს გენერალური მდივანი: აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, განახლდება
აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, განახლდება, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, პაკისტანის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მოჰამედ ისჰაკ დართან შეხვედრის შემდეგ.
„ჩვენი ინფორმაციით, ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს მოლაპარაკებები თავიდან დაიწყოს“, - განუცხადა გუტერეშმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში და აღნიშნა, რომ არარეალური იქნებოდა იმის მოლოდინი, რომ ასეთი რთული პრობლემა ერთ რაუნდში მოგვარდებოდა.
„საერთაშორისო სანავიგაციო უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის ჰორმუზის სრუტეში, დაცული უნდა იყოს ყველა მხარის მიერ. ახლა თავშეკავებისა და პასუხისმგებლობის დროა, დიპლომატიის დროა ესკალაციის ნაცვლად და დროა საერთაშორისო სამართლისადმი ხელახალი ერთგულების“, - დასძინა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge