
Reuters: ტრამპის ადმინისტრაციამ ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა გამონაკლისი, რომელიც „ლუკოილის“ საცალო მომსახურების სადგურებს რუსეთის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირების უფლებას აძლევს
იმედი|imedinews.ge
ტრამპის ადმინისტრაციამ ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა გამონაკლისი, რომელიც „ლუკოილის“ საცალო მომსახურების სადგურებს რუსეთის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირების უფლებას აძლევს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სამშაბათს ხაზინის დეპარტამენტმა თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ გამონაკლისი, რომელიც ეხება დაახლოებით 2,000 სადგურს მთელი ევროპის, ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ამერიკის მასშტაბით, 29 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სანქციები რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას - „ლუკოილსა“ და „როსნეფტს“ - ოქტომბერში დაუწესა, რამაც პოტენციური მყიდველების ინტერესი გამოიწვია „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივების მიმართ, რომლებიც დაახლოებით 22 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge