კვარაცხელიას „პსჟ“-მ მამარდაშვილის „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა

კვარაცხელიას „პსჟ“-მ მამარდაშვილის „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა

იმედი|imedinews.ge

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში „პსჟ“-მ „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. შედეგად ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-სა და გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულის“ ორრაუნდიანი დაპირისპირების შედეგი 4:0-ია.

დღევანდელი შეხვედრის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მატჩის 72-ე წუთზე კი კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ უსმან დემბელემ ანგარიში გახსნა, მეორე გოლი „ლივერპულს“ ისევ დემბელემ დამატებით დროში გაუტანა.

ამ სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ყველა ტურნირზე 40 მატჩში 13 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 13 შეხვედრაში მას 8 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს.

„პსჟ“ ნახევარფინალში „ბაიერნსა“ და „რეალს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია