მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Financial Times: BBC რადიკალური რეორგანიზაციის ფარგლებში 2 ათასი ადამიანის გათავისუფლებას გეგმავს
Financial Times: BBC რადიკალური რეორგანიზაციის ფარგლებში 2 ათასი ადამიანის გათავისუფლებას გეგმავს

იმედი|imedinews.ge

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი BBC, რადიკალური რეორგანიზაციის ფარგლებში, ყოველი მეათე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

საერთო ჯამში, ტელეკომპანია 2 ათასამდე სამუშაო ადგილის გაუქმებას აპირებს. გამოცემის ცნობით, კომპანიაში რეორგანიზაცია ახალი გენერალური დირექტორის, მეტ ბრიტინის მოსვლის შემდეგ გამოცხადდა. სამუშაო ადგილები ტელეკომპანიის სხვადასხვა განყოფილებებში შემცირდება.

როგორც Financial Times-ი იუწყება, დღეს უნდა გაიმართოს საერთო კრება, რომელზეც არხის ხელმძღვანელობა თანამშრომლებს განუცხადებს, რომ ყოველი მეათე ადამიანი, შესაძლოა, სამსახურიდან გაუშვან. დღეს BBC-ში დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 21 508 ადამიანი მუშაობს.

გამოცემის ინფორმაციით, სამუშაო ადგილების შემცირება BBC-ის ახალი გეგმის ნაწილს წარმოადგენს, რომლის თანახმადაც კომპანიამ უახლოეს სამ წელიწადში ხარჯები 10%-ით უნდა შეამციროს, რაც 500 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კირ სტარმერი: ჩვენ არ ვაპირებთ ირანში მიმდინარე ომში ჩათრევას - ჩემზე დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა სხვა კურსი ამერჩია, ამ ომში ჩართვა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არ შედის

ეკა სეფაშვილი: ფაქტია, რომ ხელისუფლება და ქართველი ხალხი დღეს საერთაშორისო ზეწოლას უმკლავდება - ამ ვითარებაში ჩვენი საელჩოები უფრო აქტიურად უნდა ცდილობდნენ სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების დამყარებასა და ვიზიტების ორგანიზებას

ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რომ უცხოური ფულის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში არ არის კანონით დასაშვები და უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს ანტი ევროპულობაა? მიდიან აბსურდამდე. ქვეყანას უკრძალავენ ბრალდებაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვას

ირაკლი ქადაგიშვილი: რაც არ უნდა იძახონ გარკვეულმა წრეებმა, რომ მათ უნდათ სხვა ხალხი ხელისუფლებაში, ცხოვრება ჯიუტად სხვა რეალობას აჩვენებთ და ამ რეალობას მათი დასკვნები, კვლევები და რეიტინგები ადასტურებს