გერმანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში Patriot-ის კომპლექსებისთვის ასეულობით რაკეტის მიღებას შეძლებს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში Patriot-ის კომპლექსებისთვის ასეულობით რაკეტის მიღებას შეძლებს

იმედი|imedinews.ge

უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში Patriot-ის კომპლექსებისთვის ასეულობით რაკეტის მიღებას შეძლებს. როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იტყობინება, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება გერმანიისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება, რადგან საქმე ეხება სიცოცხლის ყოველდღიურ გადარჩენას.

„ამგვარად, საჰაერო თავდაცვა იმ დახმარების პაკეტის საკვანძო კომპონენტია, რომელიც ჩვენ გუშინ შევათანხმეთ. მასში შევიდა Patriot-ის სისტემების ასეულობით მართვადი რაკეტა, რომელთა მიწოდებაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება. გარდა ამისა, ჩვენ უკრაინას გადავცემთ დამატებით გამშვებ დანადგარებს Iris-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა პისტორიუსმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია