Reuters: ირანი გამოდის წინადადებით დაბრკოლების გარეშე გაატაროს გემები ჰორმუზის სრუტეში, თუ ისინი ომანის მხრიდან იმოძრავებენ

Reuters: ირანი გამოდის წინადადებით დაბრკოლების გარეშე გაატაროს გემები ჰორმუზის სრუტეში, თუ ისინი ომანის მხრიდან იმოძრავებენ

იმედი|imedinews.ge

ირანმა, შესაძლოა, გემებს უფლება მისცეს დაუბრკოლებლად გაიარონ ჰორმუზის სრუტე, თუ ისინი ომანის მხრიდან შევლენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, თუ გემები ჰორმუზის სრუტეში ომანთან ახლოს იმოძრავებენ, მათ თავდასხმის საფრთხე არ შეექმნებათ. აღნიშნული წინადადება ირანმა აშშ-ს წარუდგინა. სანაცვლოდ, ოფიციალური თეირანი ომის არ განახლების შესახებ გარიგების დადებას ითხოვს.

როგორც Reuters-ი წერს, აშშ-სა და ისრაელის ომმა ირანთან მსოფლიოში ნავთობის მიწოდების უდიდესი შეფერხება გამოიწვია, რადგან თეირანმა ჰორმუზის სრუტე, რომლითაც მსოფლიო ნავთობის 20% გადის, ჩაკეტა.

ომის დაწყების დღიდან სპარსეთის ყურეში ასობით გემი და 20 ათასი მეზღვაური გაიჭედა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 8 აპრილს ზავი გამოაცხადა და გუშინ განაცხადა, რომ ირანთან ომი დასასრულს უახლოვდება, თუმცა, როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ჰორმუზის სრუტის პრობლემა გადაუჭრელი რჩება.

როგორც წყარომ სააგენტოს განუცხადა, ირანი მზადაა უფლება მისცეს გემებს გაიარონ ჰორმუზის სრუტე დაუბრკოლებლად, თუ ისინი ომანის სანაპიროსთან ახლოს იმოძრავებენ. თუმცა, როგორც წყარო ამბობს, აღნიშნული წინადადების რეალიზება დამოკიდებულია იმაზე, მზადაა, თუ არა ვაშინგტონი თეირანის პირობა დააკმაყოფილოს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია