სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სერბეთი ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, თუმცა ხვეწნას არავის დაუწყებს

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სერბეთი ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, თუმცა ხვეწნას არავის დაუწყებს

იმედი|imedinews.ge

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარკო ჯურიჩის განცხადებით, სერბეთი ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, თუმცა ბლოკში მისაღებად ხვეწნას არავის დაუწყებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ჯურიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი მალე კანონების კიდევ ერთ პაკეტს მიიღებს, რაც გაწევრიანებისთვის არის საჭირო, რადგან ოფიციალური ბელგრადი ცდილობს მიმდინარე წლის ბოლომდე ყველა ადმინისტრაციული და ტექნიკური პროცედურა შეასრულოს.

„თუმცა ბელგრადი არ ჩავა ბრიუსელში და ხვეწნას არ დაიწყებს“, - განაცხადა ჯურიჩმა.

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება თავად ევროკავშირის მისაღებია.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია