
Reuters: დანიაში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავდა 17 ადამიანი
იმედი|imedinews.ge
დანიაში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დაშავებულთაგან ოთხი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სარკინიგზო კატასტროფა კოპენჰაგენიდან ჩრდილოეთით მოხდა, სარკინიგზო მაგისტრალზე, რომელიც დანიურ ქალაქ ჰილეროდს სოფელ კაგერუპთან აკავშირებს.
ყველა დაშავებული მატარებლიდან გადმოყვანილი და სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge