მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯორჯია მელონი ნატოდან ესპანეთის გარიცხვის იდეას არ ემხრობა, - „ვფიქრობ, ნატო ერთიანი უნდა იყოს; ეს სიძლიერის წყაროა“
ჯორჯია მელონი ნატოდან ესპანეთის გარიცხვის იდეას არ ემხრობა, - „ვფიქრობ, ნატო ერთიანი უნდა იყოს; ეს სიძლიერის წყაროა“

ჯორჯია მელონი ნატოდან ესპანეთის გარიცხვის იდეას არ ემხრობა, - „ვფიქრობ, ნატო ერთიანი უნდა იყოს; ეს სიძლიერის წყაროა“

იმედი|imedinews.ge

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, ის ნატოდან ესპანეთის გარიცხვის იდეას არ ეთანხმება.

როგორც მელონიმ კვიპროსზე ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ნატომ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს, რადგან ერთიანობა ბლოკის სიძლიერეს ნიშნავს.

„მე ამას [ნატოდან ესპანეთის გარიცხვას] პოზიტიურად არ ვუყურებ. ვფიქრობ, ნატო უნდა იყოს ერთიანი და ამ კონტექსტში სიძლიერის ელემენტი შევინარჩუნოთ. ვფიქრობ, მის გაძლიერებაზე უნდა ვიმუშაოთ. ვფიქრობ, უნდა ვიმუშაოთ, რათა ნატოს ევროპული ზურგი გავაძლიეროთ. ამაზე ვმუშაობთ. ევროპული ზურგი ნათლად საჭიროებს ამერიკელების მონაწილეობასაც, მაგრამ იცით, რას ვფიქრობ დასავლურ ერთობაზე და დასავლეთის როლზე, შესაბამისად, მე ყოველთვის ამ აზრზე ვარ“, - განაცხადა მელონიმ.

ცნობისთვის, გუშინ Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პენტაგონი ნატოს „ურჩი“ წევრების დასჯის გეგმას ამუშავებს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, განიხილება ესპანეთის გარიცხა ალიანსიდან, რადგან მადრიდმა ამერიკისა და ისრაელის თავდასხმას ირანზე მხარი არ დაუჭირა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ამირან სალუქვაძე: თაღლითების და საზოგადოებაში მევახშეებად აღიარებული „ლელოს" ლიდერების, ხაზარაძე-ჯაფარიძის დაფინანსებული და ბლაჟევიჩის ინსტრუქციებით მომუშავე FakeTV "პირველი" ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას აშავებს

გეგეჭკორი: ერთ მხარეს დგას ივანიშვილი, რომელმაც გადაარჩინა ათასობით ადამიანი. ფსკერზე კი დგას ხაზარაძე, რომელსაც სასამართლომ თაღლითის სტატუსი დაუდგინა - თავისივე ჯიბის ტელევიზიის ხელით ცდილობს, ჩირქი მოსცხოს ისტორიულ ქველმოქმედებას

ლაშა გეგეჭკორი ნოდარ მელაძეს: დადე, ნოდარ, ივანიშვილის ფონდსა და რომელიმე კომპანიას შორის გაფორმებული ერთი სასესხო ხელშეკრულება - ვერა, ჰო? ვერ დადებ იმას, რაც არ არსებობს. ტექნოლოგია ძველია - მე დაგაბრალებ, წადი შენ და თავი იმართლე

მედია: თეირანის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა

მედია: თეირანის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა

იმედი