მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ალბანეთის პრემიერი: ევროკავშირი სერიოზულ შეცდომას უშვებს იმით, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე რუსეთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირ კომუნიკაციაში არ შედის
ალბანეთის პრემიერი: ევროკავშირი სერიოზულ შეცდომას უშვებს იმით, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე რუსეთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირ კომუნიკაციაში არ შედის

ალბანეთის პრემიერი: ევროკავშირი სერიოზულ შეცდომას უშვებს იმით, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე რუსეთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირ კომუნიკაციაში არ შედის

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირი სერიოზულ შეცდომას უშვებს იმით, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე რუსეთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირ კომუნიკაციაში არ შედის, - განუცხადა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ გამოცემა POLITICO-ს.

„შემიძლია ვთქვა, რომ ევროპამ დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა რუსეთთან ყველა არხის გაწყვეტით“, - აღნიშნა მან საბერძნეთში, დელფოს ეკონომიკურ ფორუმზე ინტერვიუს დროს. „ევროპა ყოველთვის, ყოველთვის, ყოველთვის უნდა ელაპარაკებოდეს ყველას“.

ეს განცხადება ეწინააღმდეგება ევროკავშირის მაღალჩინოსნების, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკავშირის მთავარი დიპლომატის, კაია კალასის მიდგომას. ისინი თავს არიდებენ რუსეთის ლიდერებთან, მათ შორის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირ კონტაქტს იმ არგუმენტით, რომ მსგავსი მოლაპარაკებები აზრს მოკლებულია, თუკი მოსკოვი ნებისმიერ შემთხვევაში ომის გაგრძელებას აპირებს.

„რაც უფრო მეტად გადავავადებთ ამას [რუსეთთან საუბარს], მით უფრო ნაკლები სათქმელი გვექნება ბოლოს, რადგან რუსეთი - როგორადაც არ უნდა დასრულდეს ეს ომი - არსად გაქრება“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ მის ქვეყანას რუსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. „ჩვენ არ გვაქვს... არანაირი დამოკიდებულება რუსეთზე... არც ინვესტიციები, არც რუსული გაზი და რუსული ნაგავი, ამიტომ შემიძლია ამის თქმა“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონია

სარაგბო კლუბი „ბათუმი“ საქართველოს ჩემპიონია

იმედი

ბუდუ ზივზივაძემ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა⚽

ბუდუ ზივზივაძემ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა⚽

იმედი

რუსული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს

რუსული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს

იმედი

საფრანგეთმა და საბერძნეთმა ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებები გააფორმეს

საფრანგეთმა და საბერძნეთმა ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებები გააფორმეს

იმედი