ბუდუ ზივზივაძემ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა⚽

ბუდუ ზივზივაძემ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა⚽

იმედი|imedinews.ge

ბუდუ ზივზივაძემ გოლი გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა. ბუნდესლიგის 31-ე ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ საკუთარ სტადიონზე „ზანკტ პაული“ 2-0 დაამარცხა. მასპინძლები კი მესამე წუთზე სწორედ ქართველმა ფორვარდმა დააწინაურა.

31-ე ტურში დაგროვებული 22 ქულით „ჰაიდენჰაიმი“ გერმანიის ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ზივზივაძე და მისი თანაგუნდელები 2 მაისს სტუმრად „ბაიერნთან“ გამართავენ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია