პიტ ჰეგსეტი: ევროპის იმედად არ ვართ, თუმცა მათ ჰორმუზის სრუტე ჩვენზე ბევრად მეტად სჭირდებათ - შესაძლოა, სჯობდეს ნაკლები ილაპარაკონ, ეს გაცილებით მეტად მათი ბრძოლაა, ვიდრე ჩვენი

პიტ ჰეგსეტი: ევროპის იმედად არ ვართ, თუმცა მათ ჰორმუზის სრუტე ჩვენზე ბევრად მეტად სჭირდებათ - შესაძლოა, სჯობდეს ნაკლები ილაპარაკონ, ეს გაცილებით მეტად მათი ბრძოლაა, ვიდრე ჩვენი

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ევროპელი მოკავშირეები გააკრიტიკა ირანის წინააღმდეგ ომში აშშ-ის არასაკმარისი დახმარების გამო.

მან აღნიშნა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს „ძალიან იშვიათად“ იყენებს და არსებული ვითარება „უფრო მეტად მათი ბრძოლაა, ვიდრე ჩვენი“.

„ჩვენ ევროპის იმედად არ ვართ, თუმცა მათ ჰორმუზის სრუტე ჩვენზე ბევრად მეტად სჭირდებათ. შესაძლოა, სჯობდეს ნაკლები ილაპარაკონ, ნაკლები პომპეზური კონფერენციები გამართონ ევროპაში და ნავებში ჩასხდნენ, ,- განაცხადა ჰეგსეტმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე. „ეს გაცილებით მეტად მათი ბრძოლაა, ვიდრე ჩვენი“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია