პიტ ჰეგსეტი: ვერავინ გაცურავს ჰორმუზის სრუტიდან მსოფლიოს ვერცერთ წერტილში აშშ-ის საზღვაო ძალების ნებართვის გარეშე

პიტ ჰეგსეტი: ვერავინ გაცურავს ჰორმუზის სრუტიდან მსოფლიოს ვერცერთ წერტილში აშშ-ის საზღვაო ძალების ნებართვის გარეშე

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ირანის პორტების აშშ-ის მიერ საზღვაო ბლოკადა „ფართოვდება და გლობალური ხდება“.

„ვერავინ გაცურავს ჰორმუზის სრუტიდან მსოფლიოს ვერცერთ წერტილში აშშ-ის საზღვაო ძალების ნებართვის გარეშე“, - განაცხადა ჰეგსეტმა.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში ბლოკადას კიდევ ერთი ავიამზიდი შეუერთდება.

ბლოკადის წარმატებაზე საუბრისას, თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ ამ კვირაში ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-მა დააკავა ორი ხომალდი, რომლებმაც „ირანის პორტები ბლოკადის ძალაში შესვლამდე დატოვეს“.

„მათ ეგონათ, რომ გამოსვლა დროულად მოასწრეს. ასე არ აღმოჩნდა“, - თქვა ჰეგსეტმა. „ჩვენ დავაკავეთ მათი სანქცირებული გემები და კიდევ უფრო მეტს დავაკავებთ“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია