
პედრო სანჩესი უარყოფს აშშ-ის მოსაზრებას ნატოდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვის შესახებ
იმედი|imedinews.ge
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა პარასკევს უარყო პენტაგონიდან გაჟონილი ელექტრონული წერილი, რომლის მიხედვითაც, ირანის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო, შესაძლოა ესპანეთი ნატოს წევრობის შეჩერებით დაისაჯოს.
„სანერვიულო არაფერია“, - განუცხადა სანჩესმა POLITICO-ს კვიპროსში ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე მისვლისას. „ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს ნატოს წინაშე“.
„ესპანეთის მთავრობის პოზიცია ნათელია: აბსოლუტური თანამშრომლობა ჩვენს მოკავშირეებთან, თუმცა ყოველთვის საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“, - დასძინა სანჩესმა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge