ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისლამაბადი აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის გარეშე დატოვა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისლამაბადი აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის გარეშე დატოვა

იმედი|imedinews.ge

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ისლამაბადი აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის გარეშე დატოვა.

მინისტრი ისლამაბადში პაკისტანის არმიის მეთაურს, ფელდმარშალ ასიმ მუნირს შეხვდა. აბას არაღჩის თქმით, თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში, „შედეგის მიღწევამდე“.

ამასთან, არაღჩი პაკისტანის პრემიერ-მინისტრს, შეჰბაზ შარიფსაც შეხვდა. შეხვედრას პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი და პაკისტანის არმიის ფელდმარშალი ესწრებოდნენ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია