
კოლუმბიაში აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა
კოლუმბიაში, პანამერიკულ გზატკეცილზე ტერაქტის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.
მედიის ცნობით, აფეთქება კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთით, კაუკას დეპარტამენტში მოხდა. ბომბი ავტობუსში იყო დამონტაჟებული. აფეთქების შედეგად განადგურდა ან დაზიანდა ათობით ავტომობილი, რომლებიც აფეთქების ეპიცენტრიდან 100 მეტრამდე რადიუსში იმყოფებოდნენ. 14 დაღუპულის გარდა, სულ მცირე 38-მა ადამიანი დაშავდა.
კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ თავდასხმაში მემარცხენე რადიკალი ამბოხებულები დაჯგუფება „ხაიმე მარტინესიდან“ დაადანაშაულა.
„ისინი, ვინც ეს თავდასხმა განახორციელეს... ტერორისტები, ფაშისტები და ნარკოტიკებით მოვაჭრეები არიან. მსურს, რომ ჩვენი საუკეთესო ჯარისკაცები მათ დაუპირისპირდნენ“, - დაწერა პეტრომ X-ზე.
„ხაიმე მარტინესი“ არის დაჯგუფება, რომელიც შედგება მემარცხენე რადიკალური ორგანიზაცია FARC-ის ყოფილი მებრძოლებისგან. ეს უკანასკნელი ხელისუფლებასთან შეიარაღებულ ბრძოლას 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აწარმოებდა. 2016 წელს FARC-ი დათანხმდა განიარაღებას და ლეგალურ პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნა, თუმცა მისმა ცალკეულმა წევრებმა იარაღის დაყრაზე უარი თქვეს და საქმიანობა ახალი, მცირერიცხოვანი დაჯგუფებების შემადგენლობაში განაგრძეს.
კოლუმბიაში 31 მაისს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამ ფონზე რადიკალურმა დაჯგუფებებმა თავდასხმები მნიშვნელოვნად გაახშირეს.
იმედი
წყარო: imedinews.ge