ბენიამინ ნეთანიაჰუ: შვებაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან

ბენიამინ ნეთანიაჰუ: შვებაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან

იმედი|imedinews.ge

ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე მომხდარ სროლას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„მე და სარა შოკირებული ვართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის გამო. შვებაა, რომ პრეზიდენტი და პირველი ლედი უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან. დაჭრილ პოლიციელს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ვაფასებთ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სწრაფ და გადამწყვეტ მოქმედებას“, - დაწერა ნეთანიაჰუმ.

თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე სროლა იყო. მსროლელი დაკავებულია. ის 31 წლის კალიფორნიელი კოულ ტომას ალენია.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია