
კაია კალასი: დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის
იმედი|imedinews.ge
თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე მომხდარ სროლას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი სოციალური ქსელში გამოეხმაურა.
კაია კალასი წერს, რომ დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის.
„შვებით ამოვისუნთქე, რომ თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე მომხდარი სროლის შემდეგ ყველა დამსწრე, მათ შორის პრეზიდენტი ტრამპი, უსაფრთხოდ არიან. დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის. ღონისძიება, რომელიც თავისუფალი პრესის მიმართ პატივისცემის გამოსახატავად იმართება, შიშის სცენად არასდროს უნდა იქცეს. დაშავებულ პოლიციელს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - წერს კალასი.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge