ურსულა ფონ დერ ლაიენი: ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს - არასდროს

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს - არასდროს

იმედი|imedinews.ge

შვებით ამოვისუნთქე, როდესაც გავიგე, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პირველი ლედი მელანია ტრამპი და თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე დამსწრე ყველა პირი უსაფრთხოდ არიან, - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა შესაბამის სამსახურებს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ არის.

„ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს - არასდროს. მადლობას ვუხდით პოლიციას და სამაშველო სამსახურებს სწრაფი რეაგირებისთვის, სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - წერს ფონ დერ ლაიენი.

თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე სროლა იყო. მსროლელი დაკავებულია. ის 31 წლის კალიფორნიელი კოულ ტომას ალენია.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია