მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ნარმანია: აუცილებელია რომ მეტმა ახალგაზრდამ იცოდეს რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარება
დავით ნარმანია: აუცილებელია რომ მეტმა ახალგაზრდამ იცოდეს რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარება

დავით ნარმანია: აუცილებელია რომ მეტმა ახალგაზრდამ იცოდეს რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარება

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სემეკის საქმიანობისა და რეგულირების საკითხების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.

სემეკის თავმჯდომარემ საჯარო ლექციის ფორმატში სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების რეგულირების მნიშვნელობაზე, სატარიფო პოლიტიკასა და განახლებადი ენერგიების ხელშეწყობაზე. მან ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის ფუნქციებსა და როლზე.

„სემეკის მიზანია დავაინტერესოთ სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები ენერგეტიკის სექტორით, მივაწოდოთ მათ მეტი ინფორმაცია დარგის შესახებ. ენერგეტიკა წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას, ამიტომ აუცილებელია რომ მეტმა ახალგაზრდამ იცოდეს რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარება. დღეს, საჯარო ლექციის ფორმატში სტუდენტების მხრიდან დაისვა კითხვები ენერგოუსაფრთხოების შესახებ. აღინიშნა, რომ აუცილებელია გენერაციის წყაროების განვითარება, რათა საქართველომ მიაღწიოს დასახულ მიზანს და გახდეს ელექტროენერგიით თვითკმარი ქვეყანა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საჯარო ლექციის შემდეგ, სტუდენტებმა დაათვალიერეს სემეკში დამონტაჟებული მზის ელექტროსადგური და გაეცნენ სადგურის მუშაობის სპეციფიკას.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პრემიერი: არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია, უმთავრესი პრიორიტეტი კი სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა

ტრამპის განცხადებით, ის ვიეტნამის ომში სწრაფად გაიმარჯვებდა

ტრამპის განცხადებით, ის ვიეტნამის ომში სწრაფად გაიმარჯვებდა

იმედი

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

იმედი

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მნიშვნელოვანია ფართო რეგიონის ფარგლებში საქართველოში ჩვენს კოლეგებთან მუშაობის გაგრძელება, ასევე ევროკავშირის მიმართულებით მათი გზის მხარდაჭერა

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მნიშვნელოვანია ფართო რეგიონის ფარგლებში საქართველოში ჩვენს კოლეგებთან მუშაობის გაგრძელება, ასევე ევროკავშირის მიმართულებით მათი გზის მხარდაჭერა

იმედი