
უნგრეთის ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 9 მაისს გაიმართება, რომელზეც, სავარაუდოდ პეტერ მადიარს პრემიერის პოსტზე დაამტკიცებენ
იმედი|imedinews.ge
უნგრეთის პრეზიდენტმა, ტამაშ შუიკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 9 მაისს ჩანიშნა.
„სადამფუძნებლო კრება მოვიწვიე 2026 წლის 9 მაისს, 10 საათზე“, - დაწერა მან.
სავარაუდოდ, პირველივე სხდომაზე საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერს პეტერ მადიარს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცებენ, რის შემდეგ ის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge