ირანელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ტანკერს ცეცხლი გაუხსნეს

ირანელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ტანკერს ცეცხლი გაუხსნეს

იმედი|imedinews.ge

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლებმა ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ტანკერს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ვაჭრობის საოპერაციო ცენტრი (UKMTO) ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, ინციდენტი ომანის სანაპიროდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მოხდა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთი კატარღა გემს მიუახლოვდა და მოლაპარაკებების წარმოების გარეშე ცეცხლი გახსნა.

გემმა სერიოზული დაზიანება მიიღო, თუმცა, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. გემის ეკიპაჟის ყველა წევრი უსაფრთხოდაა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია