
ვენეციის ბიენალეზე რუსეთი დაბრუნდა - უკრაინას ამ საკითხზე პროტესტი არ გამოუხატავს
იმედი|imedinews.ge
რუსეთი ვენეციის ბიენალეზე დაბრუნდა, თუმცა უკრაინას ამ საკითხზე პროტესტი არ გამოუხატავს.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, რუსეთის დაბრუნებას ბიენალეზე ევროკავშირის უკმაყოფილება მოჰყვა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა რუსეთის დაბრუნებას „ამორალური“ უწოდა და განაცხადა, რომ ბრიუსელი კინოფესტივალის დაფინანსების შემცირებას გეგმავს.
კალასს კონკრეტული თანხა არ დაუსახელებია. მედიით გავრცელებული ცნობებით, სამი წლის განმავლობაში ვენეციის ბიენალეს ევროკავშირისგან დაახლოებით ორი მილიონი ევრო უნდა მიეღო.
რუსეთის პავილიონი ბიენალეზე 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაიხურა და ოთხი წლის განმავლობაში არ იხსნებოდა.
წელს ბიენალე 9 მაისს გაიხსნება და 22 ნოემბერს დაიხურება.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge