
Nebula AI Hub-ი სომხეთის ბაზარზე გადის და GABA-სთან სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებს
Nebula AI Hub-მა საერთაშორისო მასშტაბირების ფარგლებში სომხეთის ბაზარზე ოფიციალური ოპერირება დაიწყო. სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველი გახდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი ქართულ-სომხურ ბიზნეს ასოციაციასთან (GABA) მოეწერა.
აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ეტაპია რეგიონში ბიზნეს შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ქართულ-სომხური კომპანიების მხარდასაჭერად. ქართულ-სომხური ბიზნეს ასოციაცია წარმოადგენს იმ კომერციულ ხიდს, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ახალ საფეხურზე აიყვანს.
Nebula AI Hub-ის დირექტორმა ნატალია პატარიძემ, აღნიშნულ პარტნიორობასთან დაკავშირებით განაცხადა:
„ეს თანამშრომლობა გზას უხსნის მნიშვნელოვან, გრძელვადიან ერთობლივ ინიციატივებს. ამ პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია სომხურ კომპანიებთან ერთად ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესის დაჩქარება და ინოვაციური AI გადაწყვეტების დანერგვა, რაც რეგიონულ ბიზნეს ეკოსისტემას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის“. Nebula AI Hub-ი მზად არის ახალი გამოწვევებისთვის და მოუთმენლად ელის იმ ერთობლივ წარმატებებს, რომლებსაც ეს სტრატეგიული კავშირი მოიტანს“.
იმედი
წყარო: imedinews.ge