
BBC: უკრაინას საპენსიო ასაკის 67 წლამდე გაზრდა მოუწევს - ამის მიზეზი დემოგრაფიული მდგომარეობა და მუშახელის ნაკლებობაა
უკრაინის ხელისუფლებას საპენსიო ასაკის 67 წლამდე გაზრდა მოუწევს. ინფორმაციას BBC-ის უკრაინული რედაქცია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საპენსიო ასაკის ზრდის მიზეზად დემოგრაფიული მდგომარეობა და მუშახელის ნაკლებობა სახელდება.
როგორც BBC წერს, უკრაინის მოსახლეობა 1993 წლიდან მცირდება, თუმცა რუსეთის ომმა აღნიშნული ტენდენცია დააჩქარა. ამჟამად უკრაინაში პენსიონერებისა და მომუშავეების რაოდენობა თითქმის თანაბარია - დაახლოებით 10,5 მილიონი.
ასეთი რთული ვითარების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად აგრეთვე მოსახლეობის საზღვარგარეთ გადინება სახელდება. მოსახლეობის საზღვარგარეთ გადინება ამცირებს გადასახადის გადამხდელთა რაოდენობას, რომელთა ხარჯზეც ფინანსდება პენსიები.
BBC პროგნოზირებს, რომ მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში სიტუაცია, შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდეს მოსახლეობის სწრაფი დაბერების გამო.
დღესდღეობით უკრაინაში საპენსიო ასაკი ქალებისა და მამაკაცებისთვის 60 წელს შეადგენს.
იმედი
წყარო: imedinews.ge